воскресенье, 17 ноября 2013 г.

მეორე დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ სარეკლამო  ბუკლეტის შექმნაზე.
ვისწავლეთ მისი დიზაინის შერჩევა, ბუკლეტისათვის  საჭირო ინფორმაციის მოძიება და  მასზე დატანა, ბუკლეტის გაფორმება შესაბამისი ვიზუალური მასალით.
მომზადებული ბუკლეტი შევინახეთ პროექტისათვის განკუთვნილ დამხმარე მასალებში.

суббота, 16 ноября 2013 г.

საპროექტო იდეა

კაი ყმა - ძველად  და დღეს

 პროექტი  ეძღვნება თავისი ცხოვრებით, მოღვაწეობითა და პიროვნული თვისებებით გამორჩეულ ადამიანებს წარსულსა და დღევანდელობაში. ისინი ყოველთვის ინტერესს იწვევენ საზოგადოებაში და საზოგადოებას მათ მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს. ზოგი წარსულიდან გადმოსული გმირია,რომელიც შთამომავლობისათვის მისაბაძ მაგალითად ქცეულა,ისინი გვიყვარს და ვეთაყვანებით,  ზოგი კი თანამედროვეობის ნაწილია, ჩვენი საზოგადოების წევრი,  ნაცნობი თუ უცნობი.  

პირველი დღის რეფლექსია

1).გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის შინაარსსა და ამოცანებს.
2). შევქმენი ჩემი პორტფოლიო და მასში ჩავალაგე ყველა ის საჭირო მასალა, რომელიც დამჭირდება პროექტის განსახორციელებლად.
3).გავიხსენე ბლოგის შექმნა და ბლოგზე მასალის განთავსება
4). თრეინინგი საინტერესო გამოვიდა, რადგან  დატვირთული იყო მრავალფეროვანი ინფორმაციით, თრენერიც გასაგებად ხსნიდა  მასალას და პასუხობდა ჩვენ მიერ დასმულ ყველა შეკითხვაზე.