суббота, 14 декабря 2013 г.

მეცხრე დღის რეფლექსია
გავაკეთეთ შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია. მე ყველას დიდი ყურადღებით ვუსმენდი  და ძალიან მომეწონა ყველას  ნამუშევარი. პედაგოგებმა შეძლეს მოკლე დროში დიდი საქმის გაკეთება, ყველა პასუხისმგებლობით მოეკიდა საქმეს.
მე მეტიც შემეძლო, მაგრამ რა ვიცი!
მადლობა ჩვენს მასწავლებელს!

воскресенье, 8 декабря 2013 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია:

დღეს ვისწავლეთ თემატურ პრეზენტაციაში მასალების ჩალაგება.
შევქმენით კვლევის  კითხვარი და ავტვირთეთ ბლოგზე.
ვისწავლეთ ჯგუფების შექმნა.
რატომღაც დავიღალე და საკმაოდ ბევრი მაქვს სამუშაო კვირის განმავლობაში.უნდა შევავსო ყველაფერი, რომ არ შევრცხვე პორტფოლიოს პრეზენტაციისას.
იმედი მაქვს, გავართმევ თავს!
მადლობა, ნინო!

воскресенье, 1 декабря 2013 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკაზე, მთლიანად დავასრულე.
გავაკეთეთ უკუკავშირი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე. ეს აქტივობა მომეწონა, რადგან გვეხმარება კომუნიკაციაში, ერთმანეთის ნაშრომები ვნახეთ და შევაფასეთ.
ვისწავლეთ სურათებისა და ვიდეოს ატვირთვა ბლოგზე.
 მადლობთ, ძალიან დავიღალე დღეს, რადგან ტრენინგი დატვირთული იყო.

საქართველოს პატრიარქი

კათალიკოს -პატრიარქი ილია II